თორნიკე რიჟვაძემ ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
22 მარტი, 2021
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, აქბარ ყასემი ალი აბადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თორნიკე რიჟვაძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში აჰმად ბადფა და კონსული მოჰამად რეზა ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა