საჯარო სკოლებში იგეგმება ეკოკლუბების ჩამოყალიბება

19 მარტი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სს „აჭარის წყლის ალიანსის“ თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში იგეგმება საჯარო სკოლებში ეკოკლუბების ჩამოყალიბება. სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის, წყალმომარაგების და წყალარინების საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცნობის მიზნით დისტნაციური შეხვედრა გაიმართა. დისტანციურ შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, მუნიციპალიტეტების საგანმანათლებო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები და გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები