სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს

18 მარტი, 2021

საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი უსაფრთხო გარემოში განახლდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ.
სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაბა მახინჯაურის  საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
აღნიშნულ სკოლაში covid-19-თან დაკავშირებით ორი კლასი იმყოფებოდა დისტანციურ სწავლებაზე, საგაზაფხულო არდადეგებების მერე მოსწავლეები საკლასო ოთახებს უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდნენ .
მინისტრი საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს შეხვდა,  ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები