ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 თებერვალი, 2021

ქედის საჯარო სკოლებში უპრეცედენტო პროექტი ევროკავშირისა (EU) და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი, „ქედა ლიდერს“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება ენერგოეფექტური ტექნოლოგიები.

პროექტის ფარგლებში განხორცილდება:
მზის წყალგამაცხელებელი კოლექტორები და მიკროელექტრო სადგურები; ენერგოეფექტური ღუმელები;
სკოლების დათბუნება ენერგო-დაზოგვის მიზნით;
გათბობის ცენტრალური სისტემების დაპროექტება და განახლება; 
უსაფრთხოების სისტემების სტენდები.

პროექტი, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს მოხმარებული ელექტროენერგიის დაზოგვას, მეორეს მხრივ კი მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ თანამედროვე სისტემებს, პრაქტიკაში გამოიყენონ განახლებადი ენერგიის წყაროები.

მიმდინარე წლის 22 თებერვალს აღნიშნული პროექტის განსახორცილებლად მემორანდუმს ხელი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, CENN -ის პროექტის "ქედა ლიდერის" პროექტის მენეჯერმა ნინო გაფრინდაშვილმა, დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ და ქედის ადგილობრივი განთვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი აბულაძემ მოაწერეს.

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში 5 საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები