სასკოლო კლუბების ინიციატივების კონკურსი გამოცხადდა

16 თებერვალი, 2021

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო "სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების" ფარგლებში დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს. შესაძლებელია დაფინანსდეს რამოდენიმე კლუბის ერთობლივი ინიციატივაც. კერძო სკოლების ინიციატივები დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ ერთობლივ პროექტს საჯარო სკოლასთან ერთად. 

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2000 ლარს. აპლიკაციების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც:

  • დამაჯერებლად დაასაბუთებენ პროექტის ეფექტურობას;
  • აპლიკანტებს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან;
  • აპლიკანტებს, რომლებსაც სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 2018, 2019 და 2020 წლებში არ მიუღიათ დაფინანსება.

საჯარო  სკოლებს სასკოლო კლუბების ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში 2021 წლის 15 თებერვლიდან  22  მარტის ჩათვლით.


დებულება, სააპლიკაციო ფორმა


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 30 41 51 - მაკა ჯაიანი


 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები