მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

09 თებერვალი, 2021

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს რიზა ქააღან ილმაზს შეხვდა.

მინისტრმა თურქეთის გენერალურ კონსულს აჭარაში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით  არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 

შეხვედრას  ვიცე კონსული ქალბატონი ნურსენ ოზლუსი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები