პროგრამა - „პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“

05 თებერვალი, 2021

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით და  PH International-ის ორგანიზებით  აჭარის რეგიონში განხორციელდა  5 წლიანი პროგრამა „პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“ (ACPI). 

დღეს, ACPI პროგრამის ოფიციალური დახურვის ონლაინ ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ მხარეებს და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ხუთ წლიანი პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოზარდებს შორის დანაშაულის პრევენცია და ადგილობრივი თემისა და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობის გაუმჯობესება, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის პრინციპებისა და მიდგომების დანერგვის გზით.

დახურვის ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და  PH International-ის სათაო ოფისის ხელმძღვანელი პირები. ასევე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები