დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

05 თებერვალი, 2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ომარ ტაკიძესთან ერთად დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა მოინახულა.
პროექტის მიხედვით დაბა შუახევში შენდება სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე. შენობაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ლიფტი, შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი.
ეზო სრულად კეთილმოეწყობა. აქვე განთავსდება: მოსაცდელი, ღია სპორტული მოედანი და სათამაშო მოედნები.
🏫ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადახურვის, კედლების ამოყვანისა და სხვა სამუშაოები.

🏫სულ აჭარაში 2021 წელს განხორციელდება 9 სკოლის და 4 სპორტდარბაზის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო 40-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე სკოლები აღიჭურვება სხვადასხვა ინვენტარით (მერხები, სკამები, ლაბორატორიები, ლიტერატურა, მუსიკალური ინსტრუმენტები და სპორტული ინვენტარი), რისთვისაც ჯამში 13 მლნ. ლარზე მეტია გათვალისწინებული ბიუჯეტში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები