ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება

03 თებერვალი, 2021

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს.

ვაქცინაციის პროცესში ის  დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც  პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი ცენტრი, სადაც განხორციელდება ვაქცინაცია.

რესპუბლიკური საავადმყოფოში მიმდინარე მზადების პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ვაქცინაციის გეგმა და თებერვალში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მათ შორის აჭარის რეგიონი მოემზადოს ვაქცინაციის სრულყოფილად განხორციელებისთვის. ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში. საქართველოს მასშტაბით შეირჩა დიდი კლინიკები, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც მზად არის ვაქცინაციის განსახორციელებლად როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ  პანდემიასთან გამკლავებას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო  მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად.  საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას  თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს.  ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
17262728293012
183456789
1910111213141516
2017181920212223
2124252627282930
2231123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები