სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან განახლდება
26 იანვარი, 2021
აჭარის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით 1 თებერვლიდან განახლდება.

რეგიონის მასშტაბით დაიწყო პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება.

დღეს, ქალაქ ბათუმის #1 საჯარო სკოლაში ტესტირების პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად გაეცნო.

ტესტირება ჩაუტარდება რეგიონის მასშტაბით 9000- მდე პედაგოგსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს.

პედაგოგების და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის ტესტირებაში ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თავისი რაიონული განყოფილებებით, დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და ბათუმის პოლიკლინიკები.

უსაფრთხოების წესებისა და ჯანდაცვის რეკომენდაციების შესახებ ისტრუქცია და განმარტებები პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
იხილეთ გალერეა