საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება

25 იანვარი, 2021

ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმში მშენებარე №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
განხორციელდება სკოლის ეზოს და ღია სპორტული მოედანის მოწყობა. პროექტის ღირებულება 3 მლნ-მდე ლარს შეადგენს.
სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელები დაამონტაჟა. პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" განახორციელა.
აჭარაში 2021 წელს 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
1 თებერვლიდან, აჭარაში, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
051234567
06891011121314
0715161718192021
0822232425262728
091234567
10891011121314

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები