სამინისტროს დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

09 ნოემბერი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით  საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის პრობლემები" გაიმართა.
კონფერენცია მეთხუთმეტე წელია გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდი ნაწილი. კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა საერთაშორისო მასშტაბის კვლევების შეჯამებას. 
კონფერენციის ფარგლებში დაიბეჭდა სამეცნიერო კრებული, რომელიც აერთიანებს კვლევებს ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მიმართულებით. სამეცნიერო კრებული ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რათა სტუდენტები და ლექტორ- მასწავლებლები გაეცნონ თანამედროვე მეცნიერების ხედვას ტრადიციულ მუსიკაზე.
კონფერენცია ონლაინ ფორმატით ჩატარდა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ვიდეო მოხსენებები იხილონ შემდეგ მისამართზე:
www.facebook.com/გიორგი გარაყანიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები