საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება

30 ოქტომბერი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა, ჯემალ სურმანიძემ და ალექსანდერე დავითაძემ სამინისტროს მიერ 2019 წელს ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ 31 მოსწავლეს დიპლომები და ლეპტოპები გადასცეს.
საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდა ექვს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. საგნობრივ ოლიმპიადაში სულ მონაწილეობას იღებდა 5000 მოსწავლე.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში 2019 წელს ასევე ჩაატარა კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, ლიტერატურული მარათონი, სახვითი ხელოვნების კონკურსი, ესეების კონკურსი და სპორტული შეჯიბრი. აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უახლოეს მომავალში გადაეცემათ დიპლომები და პლანშეტები. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
051234567
06891011121314
0715161718192021
0822232425262728
091234567
10891011121314

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები