პანდემიის მიუხედავად, აჭარის ბიუჯეტი 3,2%-იანი ზრდით დაიგეგმა

26 ოქტომბერი, 2020

აჭარის  მთავრობის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტი განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა, ეკონომიკურმა გუნდმა ბიუჯეტის 3,2 %-იანი ზრდა განახორციელა. 

,,მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეკონომიკურმა გუნდმა მოახერხა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმოს ზრდით, 3,2 % -ანი ზრდით. რეალურად, ეს ნიშნავს , რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, სოციალური პროექტი არ გაჩერდება. ჩვენ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები იგივე კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების მიმართ ხელფასების ზრდის ნაწილში და შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში. აღვნიშნავ, რომ ის დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც იყო დაგეგმილი შეუფერხებლად განხორციელდება.

ასევე, მუნიციპალიტეტების კუთხითაც გათვალისწინებული გვაქვს კაპიტალური ტრანსფერები. ბიუჯეტი იგეგმება 349 ლარზე, და კაპიტალური ტრანსფერი იქნება 75,3 მილიონი ექვსივე მუნიციპალიტეტისთვის, რაც მიცემს საშუალებას , რომ  მათ შორის ბათუმმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა, არ გადაავადონ ის კონკრეტული პროექტები, რომელიც გვქონდა ჩვენ გათვალისწინებული. ასევე, აღვნიშნავ, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს არ შემცირებია ბიუჯეტი, მათ შორის, ხელვაჩაურს დაემატება. იცით , რომ იქ სტიქიურმა მოვლენებმა მნისვნელოვანი და სერიოზული ზიანი მიაყენა. ამიტომ ხელვაჩაურს ტრანსფერის ნაწილში დამატებით 2 მლ ლარი ექნება გათვალისწინებული“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
17262728293012
183456789
1910111213141516
2017181920212223
2124252627282930
2231123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები