აჭარული კერძების მომზადების ვიდეოგაკვეთილები, ფოტორეცეპტები და საიმიჯო ვიდეორგოლი მზადდება

11 ოქტომბერი, 2020

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ამჟამად, აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით დეპარტამენტი ვიდეოგაკვეთილებს, სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლსა და ფოტორეცეპტებს ცნობილი შეფმზარეულების ჩართულობით ამზადებს. საიმიჯო რგოლების გადაღებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. შეფმზარეულები ქობულეთურ, ლაზურ და მთიანიაჭარის სამზარეულოს ნაკლებადცნობილ კერძებსა და დესერტებს ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ამზადებენ, ასევე ტრადიციული კერძების სერვირების, შეფუთვისა და მომხმარებელთან მიტანის საკითხებს განიხილავენ.

პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს კერძების მომზადების პროცესისა და სერვირების შესახებ ვიდეოგაკვეთილების გადაღება, რაც ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

“პროექტის მთავარი მიზანია მოვახდინოთ აჭარული ტრადიციული კერძების ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, წავახალისოთ მეწარმეები, კვების ობიექტები და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები, რათა მოახდინონ მრავალფეროვანი აჭარული კერძების მენიუებში შეტანა, სწორი სერვისება და შეთავაზება ტურისტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ფოტორეცეპტებად, ვიდეოგაკვეთილებად დამუშავება, რაშიც ჩვენ ცნობილი შეფმზარეულები გვეხმარებიან. ეს ყველა მასალა თავს მოიყრის ერთიან ონლაინპლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება წვდომა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
17262728293012
183456789
1910111213141516
2017181920212223
2124252627282930
2231123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები