საერთაშორისო კონფერენცია

02 ოქტომბერი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, რომელიც საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების ინტეგრირების საკითხს მიეძღვნა.
ის მიესალმა კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს. მადლობა გადაუხადა მიწვევისათვის და პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე, მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
მინისტრმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა: დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელ ადამიანის უფლებებზე, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ბავშვთა უფლებების დაცვას უკავია;
,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების სამართლებრივი უზრუნველყოფის გზაზე;
ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბების მექანიზმებს და პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აჭარის განათლების სამინისტრო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელს უწყობს ცენტრალური პროგრამების განხორციელებას რეგიონში, ამავდროულად ქმნის დამატებით პროგრამებს.
"აღნიშნული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამავდროულად, გვაქვს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები ბავშვთა უფლებების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხაზგასასმელია ის მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში. ეს ურთიერთობა არ შემოიფარგლება უშუალოდ სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებით, არამედ მოიცავს სკოლამდელ განათლებასაც. რაც მთავარია, ჩვენ ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლების, სკოლის დირექციის წევრებისა თუ სკოლის ფსიქოლოგების ინტერდისციპლინური მომზადება ბავშვის უფლებების, სხვადასხვა ასაკის ბავშვთა საჭიროებებისა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების საკითხებზე.
მომავალი პროფესიონალების მომზადების საქმეში უმაღლესი განათლების სისტემის როლი ცენტრალურია. დარწმუნებული ვარ, ის მოხსენებები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი კონფერენციის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარება, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ღია დისკუსია ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების სწავლების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებას, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავებას, კურიკულუმებში მათ ინტეგრირებას" - აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.
კონფერენციაში, რომელიც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით წამყვანმა ექსპერტებმა, დიპლომატებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, პროფესორებმა, სტუდენტებმა, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მხარეებმა ერთმანეთს ბავშვთა უფლებების მიმართულებით მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება გაუზიარეს და ამ კუთხით პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობის გზები განიხილეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები