
ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით 2, 2 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო.
პროექტის მიხედვით მოეწყო გაბიონის და ბეტონის კედლები, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები. მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
რეაბილიტირებული გზით, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, ტურისტებიც ისარგებლებენ.
სრულად...