აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

მკვლევართა დარბაზი

27 თებერვალი, 2014

საარქივო სამმართველოს მკვლევართა დარბაზი მუშაობს:
ორშაბათი-პარასკევი,  900 - 17:30 სთ. 
 
მოქალაქე დოკუმენტებზე სამუშაოდ დაიშვება დაწესებულებათა მომართვის საფუძველზე. სამეცნიერო დაწესებულების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს ან სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად წარმოგზავნილ თანამშრომელს შეუძლია წარმოადგინოს დაწესებულების მომართვა. მომართვაში მიეთითება მოქალაქის გვარი, სახელი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, საკვლევი თემა და ქრონოლოგიური ფარგლები. მოქალაქეს  საარქივო ფონდით სარგებლობის ნებართვას აძლევს საარქივო სამმართველოს უფროსი ერთი წლის ვადით. დროის ამოწურვის ან თემის შეცვლის შემთხვევაში იგი წარმოადგენს ახალ მომართვას.
 
საარქივო სამმართველოში მასალის მოსაძიებლად მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს არქივის სამეცნიერო-საცნობარო აპარატით - მეგზურით, აღწერით, თემატური ნუსხით, კატალოგით. საარქივო დოკუმენტები გაიცემა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში, ერთი თვის ვადით,  (განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტისა - 10 დღით).
 
საიდუმლო დაცვაზე არსებული დოკუმენტი გაიცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
 
პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწის, კერძო პირის ბიოგრაფიული დოკუმენტი მკვლევარზე გაიცემა არქივში ამ დოკუმენტის მიღებისას დაფიქსირებული პირობების გათვალისწინებით. მკვლევარს უფლება აქვს, გადაიღოს მისთვის საინტერესო დოკუმენტის ასლი.



იხილეთ:
 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები