საბაკალავრო პროგრამა
07 თებერვალი, 2023
აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს „საბაკალავრო პროგრამას“.
პროგრამის სტატისტიკა:
2022 წელს დაფინანსდა 19 სტუდენტი - გაიხარჯა 190000 ლარი;
საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტების მხარდაჭერა.
საქართველოში, უნივერსიტეტში აკადემიურ
განვითარებასთან ერთად, საზღვარგარეთ მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ცოდნისა
და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები
ახალგაზრდების პროფესიული უნარების გაძლიერებას.
სამინისტრო საბაკალავრო პროგრამას პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ახორციელებს.
პარტნიორი უნივერსიტეტებია:
- სსიპ - ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო
საზღვაო აკადემია;
- სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი.
საბაკალავრო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე
კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს პარტნიორ უნივერსიტეტში:
- საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- სამედიცინო/სტომატოლოგიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე და, რომელიც უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობით, ერთი სემესტრით გაცვლის თაობაზე, შემდგომში კრედიტების აღიარების და საქართველოში
სწავლის გაგრძელების პირობით, ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლის: ევროკავშირის წევრ
ქვეყანაში, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში,
იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი
საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საბაკალავრო პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტები
განაცხადს წარადგენენ შესაბამის პარტნიორ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის მიერ დადგენილ
საკონკურსო ვადებში.
პარტნიორი უნივერსიტეტები შეარჩევენ საბაკალავრო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს და გრანტის მიღების
მიზნით წარუდგენენ სამინისტროს.
შერჩეული სტუდენტები,
სამინისტროსგან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის
მიზნით არაუმეტეს 10 000 ლარისა.
სტუდენტს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:
- სწავლის საფასური;
- ცხოვრების ხარჯი (ბინა,
კომუნალური);
- კვება;
- ტრანსპორტი;
- სამედიცინო დაზღვევა;
- უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა;
- ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული
ხარჯები;
- სხვა ხარჯები, რომლის
მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა
N4.
ტელ: 597 210 310 - რუსუდან ქავთარაძე
ელ-ფოსტა: rkavtaradze80@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო
სსიპ -
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის
ქუჩა 32/35.
ტელ: +995 (422) 27-17-80
ელ-ფოსტა: info@bsu.edu.ge
სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო
საზღვაო აკადემია
მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N53.
ელ-ფოსტა: info@bsma.edu.ge
სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. ბათუმი, ზურაბ
გორგილაძის/ვაჟა ფშაველას ქ.N19/32
ელ-ფოსტა: info@batu.edu.ge ;
იხილეთ: დებულება