აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სასკოლო კლუბების ინიციატივები

22 იანვარი, 2019

სასკოლო კლუბების ინიციატივების განხორციელება:
• ხელს შეუწყობს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას.
• გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში.
• ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას. 
• მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალებას. 
• აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში და ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

სამინისტრო "სასკოლო კლუბების ინიციატივების" ფარგლებში დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს. შესაძლებელია დაფინანსდეს რამოდენიმე კლუბის ერთობლივი ინიციატივაც. კერძო სკოლების ინიციატივები დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ ერთობლივ პროექტს საჯარო სკოლასთან ერთად. 

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2000 ლარს.
 აპლიკაციების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც:
• წარმოადგენენ პროექტის განაცხადს სრული, ორგანიზებული და თანმიმდევრული ფორმით;
• დამაჯერებლად დაასაბუთებენ პროექტის ეფექტურობას;
• ჩართავენ თავიანთ აქტივობებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებს;
• აპლიკანტებს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან;
• აპლიკანტებს, რომლებსაც სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 2017-2018 წლებში არ მიუღიათ დაფინანსება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში 2019 წლის 29 მარტის  ჩათვლით პერიოდში.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ:  577 27 02 35- ნინო ნაკაშიძე

იხილეთ:


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები