აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საგნობრივი ოლიმპიადა და კონკურსები

24 მარტი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამისზოგადი და პროფესიული განათლებაქვეპროგრამისკონკურსები და ოლიმპიადები“  ფარგლებში  ატარებს შემდეგ კონკურსებს:

  • საგნობრივი ოლიმპიადა
  • კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის
  • ესეების კონკურსი
  • ლიტერატურული მარათონი
  • სახვითი ხელოვნების კონკურსი
  • სპორტული შეჯიბრი
  • სასკოლო კლუბების ინიციატივები
  • სკოლის ბიბლიოთეკების პროექტების დაფინანსების კონკურსი


საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა - VII, VIII, IX კლასები;

ბ) ინგლისური ენა  - VII, VIII, IX კლასები;

გ) მათემატიკა  - VII, VIII;  IX კლასები;

დ) ფიზიკა -  IX კლასი;

ე) ქიმია -  IX  კლასი;

ვ) ბიოლოგია - IX კლასი.


რუსული სექტორის მოსწავლეებისთვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე. ოლიმპიადა ჩატარდება ტესტირების ფორმით.


კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის

კონკურსი ჩატარდება:

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
  • მათემატიკაში;
  • ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში (ინტეგრირებული).

ქართული ენისა და ლიტერატურის და მაემატიკის  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს, კერძოდ:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილ დაწყებითი საფეხურის მე-5 და მე-6 კლასის 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ თითო გუნდს.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილ საბაზო საფეხურის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ თითო გუნდს.

 ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კონკურსში საბაზო საფეხურის მოსწავლეებს, კერძოდ:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილ საბაზო საფეხურის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ თითო გუნდს 
იხილეთ საგნობრივი ოლიმპიადისა და კონკურსის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის დებულება  


ესეების კონკურსი

კონკურს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების X კლასის მოსწავლეებს.

კონკურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე  სამ ტურად. პირველი და მეორე ტური ჩატარდება წერითი, ხოლო მესამე ტური - პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. 


იხილეთ საგნობრივი ოლიმპიადის,  დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის კონკურსისა და ესეების კონკურსის


ლიტერატურული მარათონი

ლიტერატურულ მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია მეშვიდე-მეთორმეტე  კლასის მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად:

I კატეგორია - VII – IX კლასები

II კატეგორია - X – XII კლასები


ლიტერატურული მარათონი ჩატარდება ორ ტურად:

პირველი ტური ჩატარდება ელექტრონულად სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ტესტების საფუძველზე;

მეორე ტური ჩატარდება წამყვანთან ერთად წერილობით, პირისპირ შერკინების ფორმით.

წასაკითხი წიგნების ჩამონათვალი კატეგორიების მიხედვით 2023 წელი


სახვითი ხელოვნების კონკურსი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მეხუთე - მეცხრე კლასის მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად:

I კატეგორია - 5-6 კლასები

II კატეგორია - 7-8-9 კლასები

მონაწილეს მოეთხოვება თემატური ფერწერული ნამუშევრის შესრულება. თემატიკა შეირჩევა ადგილზე კონკურსის დღეს. კონკურსანტს ნამუშევრის შესასრულებლად შეუძლია მხოლოდ წყლის საღებავების (აკვარელი ან გუაში) გამოყენება.

 

სპორტული შეჯიბრი

სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო და კერძო სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს.

სპორტული შეჯიბრი  ჩატარდება 2 სახეობაში:

  • მაგიდის ჩოგბურთი;
  • მძლეოსნური  გეზრბენი.

ორივე სახეობაში შეჯიბრი ჩატარდება ორ ან სამ (საჭიროების შემთხვევაში) ეტაპად ოლიმპიური სისტემით.

დასკვნით ეტაპზე იასპარეზებენ:

  • მაგიდის ჩოგბურთი - 6 გუნდი (თითოეულ გუნდში გოგონებისა და ვაჟების კატეგორიის   3-3 მონაწილე - 3 გოგონა, 3 ვაჟი);
  • მძლეოსნური გეზრბენი - 6 გუნდი (თითოეულ გუნდში გოგონებისა და ვაჟების კატეგორიის 2-2 მონაწილე - 2 გოგონა, 2 ვაჟი).

საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობისთვის  რეგისტრაციის ვადები და ჩატარების განრიგი განისაზვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით


იხილეთ ესების კონკურსის, ლიტერატურული მარათონის, სახვითი ხელოვნების კონკურსისა და სპორტული შეჯიბრის დებულება


სასკოლო  კლუბების ინიციატივები

სკოლებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბების მიზნით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების“ კონკურსს აცხადებს.

სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო/შემეცნებითი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს.

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს.

საჯარო და კერძო სკოლებს ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში 2023 წლის 6 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით.



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ:  577 30 41 51 - მაკა ჯაიანი
           577 30 40 04  - შუშანა სურმანიძე
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო


სკოლის ბიბლიოთეკების პროექტების დაფინანსების კონკურსი


“სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების“ კონკურსში მონაწილეობის აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს.

საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს სკოლის დირექციამ. საკონკურსო განაცხადის ავტორი/თანაავტორი უნდა იყოს სკოლის ბიბლიოთეკარი/პასუხისმგებელი პირი.

ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 500 ლარს. საჯარო სკოლებს ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებში 2023 წლის 24 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით.

 

 

 

 

 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები