აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების კომისია

პრიორიტეტების კომისიის სამდივნო

11 მარტი, 2014

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი. სამდივნოს დანარჩენ წევრები კომპლექტდება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომლებით.  


პრიორიტეტების კომისიის სამდივნოს ფუნქციებია:

კომისიის მატერიალურ-ტექნიკური, ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და საინფრომაციო მხარადაჭერის გაწევა და კომისიის სხდომების საოქმო ჩანაწერების მომზადება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, უწყებების და მუნიციპალური უწყებებისათვის მეთოდური მხარდაჭერის გაწევა პროგრამების შესრულების ანგარიშების შედგენაში;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ  განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო პროგრამების განახლების პროცესის ორგანიზაციული ხელშეწყობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ შედგენილი ანგარიშების სისტემატიზაცია, საერთო ანგარიშის მომზადება და კომისიისთვის მიწოდება
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველყოფა

 

 


 



კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

სოციალური ქსელები