პროგრამა - კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
23 თებერვალი, 2022
პროგრამის მიზანი: აჭარის რეგიონში
მოღვაწე
კულტურის
და
ხელოვნების
სფეროს
წარმომადგენელთა
პროფესიული
განვითარების,
ევროპული
გამოცდილების
გაზიარებისა
და
შემოქმედებითი
ზრდის
ხელშეწყობა.
აჭარაში
კინოხელოვნების
განვითარების
ხელშეწყობა
და
ამ
მიმართულებით
შემოქმედებითი
პროცესების
გააქტიურება;
კულტურის
სფეროში
საერთაშორისო
თანამშრომლობის
განვითარებისა
და
ქართული
კულტურის
პოპულარიზაციის
ხელშეწყობა.
პროგრამის
აღწერა:
- საერთაშორისო
ფესტივალებში, კონკურსებში,
გამოფენებსა და
სხვა ღონისძიებებში
მონაწილეობის ხელშეწყობა
- ითვალისწინებს
წლის
განმავლობაში
აჭარის
ადმინისტრაციულ
ტერიტორიაზე
მოქმედი
სახელოვნებო
სფეროს
წარმომადგენლების
მონაწილეობის
ხელშეწყობას
საქართველოს
სხვა
რეგიონებში,
საერთაშორისო
ფესტივალებში,
კონკურსებში,
გამოფენებსა
და
სხვა
ღონისძიებებში,
კულტურის
სფეროს
წარმომადგენელთა
გადამზადებას
კულტურის
მენეჯმენტის
მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები დაფინანსდება საკონკურსო
და
არასაკონკურსო
წესით
(გრანტი/სახელმწიფო
შესყიდვა).
კონკურსის
საფუძველზე
გამოვლენილი
გამარჯვებულები
დაფინანსდებიან
საგრანტო
წესით.
საკონკურსო
პირობები
და
შეფასების
კრიტერიუმები
განისაზღვრება
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
განათლების,
კულტურისა
და
სპორტის
მინისტრის
ბრძანებით;
- სახელოვნებო განათლების
ხელშეწყობა - ითვალისწინებს სკოლისგარეშე
სახელოვნებო
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
პედაგოგთა
და
მოსწავლეთა
პროფესიული
განვითარების
ხელშემწყობი
ღონისძიებების
ორგანიზებას;
ტრენინგებში,
მასტერკლასებში,
ვორკშოფებსა
და
სხვა
სახელოვნებო
განათლების
ხელშემწყობ
აქტივობებში
მონაწილეობის
ხელშეწყობას;
- კულტურული და
საგანმანათლებლო საქმიანობის
ხელშეწყობა: კულტურის დაწესებულებებში
ადმინისტრაციული
და
ტექნიკური
პერსონალის
გადამზადება
და
მუზეუმის,
როგორც
საგანმანათლებლო-კვლევითი
დაწესებულებისა
და
საზოგადოებრივი
ცენტრის
შემდგომი
განვითარების
ხელშეწყობა.
სხვადასხვა
სახის
სამუზეუმო
საგანმანათლებლო
პროგრამების,
მათ
შორის,
საბავშვო,
ინკლუზიური
განათლების
და
სხვა
პროგრამების
შემუშავებისა
და
დანერგვის
მხარდაჭერა
კულტურის
სტრატეგიის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
რეკომენდაციაა.
კულტურის
სხვადასხვა
მიმართულებისა
და
კულტურის
დაწესებულებების,
მათ
შორის
მათი
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის პოპულარიზაციისა
და
მხარდაჭერის
მიზნით
დიგიტალური
და
მედია
პროექტების
განხორციელება/განხორციელების
ხელშეწყობას;
- აჭარაში
კინოხელოვნების
განვითარების
ხელშეწყობა:
- პროგრამით
გათვალისწინებული
პრიორიტეტებისა
და
მინისტრის
ბრძანებით
დამტკიცებული
პირობების
გათვალისწინებით
კინომწარმოებელზე
აჭარაში
კინოწარმოებისთვის
სამინისტროს
მიერ
გაიცემა
დაფინანსება.
ასევე,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
განათლების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტრო
ამ
სფეროში
მოქმედ
სხვადასხვა
ორგანიზაციასთან
თანამშრომლობით
დააფინანსებს
აქტივობებს,
რომელთა
მიზანია
რეგიონში
კინოწარმოების,
კინოგანათლების
ხელშეწყობა,
ახალგაზრდების
(მათ
შორის,
სტუდენტების)
ცნობიერების
გაზრდა
და
კინოხელოვანების
პროფესიული
უნარ-ჩვევების
ამაღლება.
კულტურა,
ხელოვნება,
მათ
შორის
კინოხელოვნება
ხომ
იმისთვისაა,
საინტერესო
მოვლენების
და
ფაქტების,
ცნობილი
და
დამსახურებული
ადამიანების,
გმირების
შესახებ
ისტორიები,
საინტერესოდ
მოუთხროს
თაობებს.
ჩვენი
ქვეყნის
და
რეგიონის
ისტორიაში,
მრავლადაა
საინტერესო
ფაქტები
და
ისტორიები,
მათ
შორის
ევროპასთან
და
ცნობილ
ევროპელებთან
დაკავშირებული
მნიშვნელოვანი
ისტორიები,
რომელთა
შესახებ
შექმნილი
დოკუმენტური,
შემეცნებითი
თუ
მხატვრულ
დოკუმენტური
ფილმები,
მნიშვნელოვნად
გაზრდის
ისტორიული
ფაქტების
და
გმირების
მიმართ
ინტერესს,
რაც
თავის
მხრივ
იქნება
ხელშემწყობი
ფაქტორი,
კინოხელოვნების
განვითარებისთვის
და
მის
მიმართ
ინტერესის
გაზრდისთვის. აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის
ფარგლებში
გასაცემი
დაფინანსების
ფორმა
(გრანტი,
დაფინანსება/თანადაფინანსება,
სახელმწიფო
შესყიდვები),
საკონკურსო
პირობები
და
შეფასების
კრიტერიუმები
განისაზღვრება
მინისტრის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით.