აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროგრამა - ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“

11 თებერვალი, 2019


მიზანი: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: მისი  სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა, მათ  შორის  მისი  იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა,  შენარჩუნება, დაცვა,  პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა თაობებისთვის უმთავრესად არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება.

 

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: 

1. აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა: ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.  ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და სახელოვნებო სკოლების სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს;

2-3. სასცენო სამოსით და აქსერსუარებით  უზრუნველყოფა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლები, რომელთა დიდი ნაწილი საჭიროებს სასცენო სამოსისა და აქსესუარების განახლებას. ყოველწლიურად აჭარის  განათლების, კულტურისა და  სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება სიმღერისა და ცეკვის  ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა. აღნიშნული ოლიმპიადის შედეგად  გამოვლინდა არაერთი წარმატებული მონაწილე, რომელთაც პროგრამის ფარგლებში, ანსამბლის საჭიროებების შესაბამისად გადაეცემათ სასცენო სამოსი და აქსესუარები.

ავთენტური ქართული ნაციონალური სამოსის ტრადიციების შენარჩუნებისა და ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ესთეტიკის უკეთ წარმოჩენის  მიზნით, სასცენო სამოსი და აქსესუარები  ანსამბლების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე ასევე გადაეცემათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის ცენტრებთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებს და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის სალოტბარო მიმართულების გუნდს.

4. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების საქართველოს და საერთაშორისო კონცერტებში, ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა - წლის განმავლობაში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობის ხელშეწყობას საქართველოს და საერთაშორისო კონცერტებში, ფესტივალებში და კონკურსებში. დაფინანსდება კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები, ხოლო არასაკონკურსო თანხის ფარგლებში ანსამბლების დაფინანსების საკითხი, ისევე როგორც საკონკურსო პირობები, დაფინანსების ოდენობა, შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.

პირობები, განაცხადის ფორმა ,  ანგარიშგების ფორმა

5. მასტერკლასები ხალხური ქორეოგრაფიის და სიმღერის მიმართულებით: რაც ითვალისწინებს ტრენინგებს/ვორკშოფებს ქორეოგრაფებისა და ლოტბარებისთვის, სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებებისათვის. მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ავთენტური ტრადიციების დაცვა.

6. სამეცნიერო-თეორიული და მეთოდურ პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია: კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წევრები, საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ქორეოგრაფები, იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო, საერთაშორისო ორგანიზაციები -,,EAFF" და ,,CIOFF", ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია, ევროპის, აზიის, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა ზღვისა და ბალკანეთის ქვეყნების მკვლევარ-სპეციალისტები. კონფერენციის მიზანია ქართული ფოლკლორის ინტერნონაციონალიზაციის ხელშეწყობა. მსოფლიო წამყვანი ფოლკლორული კოლექტივების მენეჯმენტის გაზიარება. პროექტი განხორციელდება საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან თანამშრომლობით.

7. ლხ ვი როდიი ნვიბა: კუ იდბის გათაება- პუზაციი მიმებ თ-ე  გაოწვევას  წვ როიი გათაებათან აკაებუ გაზაებ როებ (დზაინის, ისხის, ეფის, ოქმნი ა.შ. მიმებთ), ევე წვ ბიზსი ებ ვლებ ვლებ (კეტინ ებ, ბიზეს როებ ა ა.შ.) ებბა ენს. გათაებაზე ევე უაფითად ისება დი წვ სტებ სტ კა ლო აეთაორის ბაზებთა, კაებთან და აცებთან ა ზგაად წვ როიი აბა პუზაც (ააკისიგითაორის გაების, სტიებ ება; სტთა ევებ ეკა, კალობის გაცეა).  აღნი გაოწვევების აპაგიში განხორება აგანმათებლო/ლოვებო რო(ებ) წვს პროიი გათაებისათვი, როებშ დი წვსტებ მიერ კუსი   სი ეირჩევა  გაებუ როები    წვ  როიიისთვის ფინნსება ხდება აგნტ სით.

 პირობები, განაცხადის ფორმა, ხარჯთაღრიცხვის ფორმა, ანგარიშგების ფორმა, ბრძანება

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტი - 0422 24 53 82

მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4   



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები