პროგრამა - კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა
23 თებერვალი, 2022
პროგრამის მიზანი: აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში კულტურის
პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების
სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების,
შემოქმედებითი პროცესების
ხელშეწყობა და
კულტურის პოპულარიზაცია
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აქტივობები შემდეგი მიმართულებებით:
1. პროექტების მხარდაჭერა, ფესტივალებისა და ღონისძიებების ორგანიზება: ითვალისწინებს ფესტივალების, კონცერტების, წარმოდგენების, გამოფენების, სახელოვნებო პროექტებისა
და კულტურის
სხვა ღონისძიებების ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას,
ასევე კულტურის
სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას;
2. ახალი, ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობა: ითვალისწინებს თავისუფალი ხელოვანების ახალი
იდეების, ინიციატივების და პროექტების მხარდაჭერას;
სახვითი, გამოყენებითი,
მულტიმედიური ხელოვნების
ხელშეწყობას;
ქვეპროგრამა - პროექტების მხარდაჭერა,
ფესტივალების და
ღონისძიებების ორგანიზება
ქვეპროგრამის მიზანი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის და ხელოვნების
სფეროს
ხელმისაწვდომობის
გაზრდა,
ეროვნული
და
საერთაშორისო
ფესტივალების,
კულტურული
ღონისძიებების,
სახელოვნებო
პროექტებისა
და
კულტურის
სფეროს
სხვა
აქტივობების,
მათ
შორის
დიგიტალური
და
ინოვაციური
პროექტების
განხორციელების
ხელშეწყობა
და
პოპულარიზაცია,
რეგიონის
კულტურული
ცხოვრების
გამარავალფეროვნება.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობა
რეგიონში
კულტურის
ღონისძიებების,
სახელოვნებო
პროექტების
განხორციელებას,
შედგება
შეხვედრა
კულტურის
სფეროს
დამსახურებულ,
ღვაწლმოსილ
მუშაკებთან.
ქვეპროგრამის აღწერა:
- ხელოვნებისა
და კულტურის
ღონისძიებების ორგანიზება:
ითვალისწინებს
საერთაშორისო,
რეგიონალური
და
ადგილობრივი
ფესტივალების,
კონცერტების,
გამოფენების,
გასტროლების,
სახელოვნებო
პროექტების,
თეატრალური
წარმოდგენებისა
და
კულტურის
სხვა
ღონისძიებების
ორგანიზებას/ორგანიზების
ხელშეწყობას,
კულტურის
სხვადასხვა
მიმართულებისა
და
კულტურის
სფეროს
მუშაკების
საქმიანობის
პოპულარიზაციის.
დიგიტალური
და
მედია
პროექტების
განხორციელება/განხორციელების
ხელშეწყობას,
მათ
შორის,
აჭარის
საზოგადოებრივ
მაუწყებელთან
თანამშრომლობით. დაფინანსების
ფორმა
(გრანტი,
დაფინანსება/თანადაფინანსება,
სახელმწიფო
შესყიდვები),
საკონკურსო
პირობები
და
შეფასების
კრიტერიუმები
განისაზღვრება
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
განათლების,
კულტურისა
და
სპორტის
მინისტრის
ბრძანებით.
- კულტურის სფეროს
მუშაკებთან შეხვედრა:
ითვალისწინებს
კულტურის
სფეროს
გამოჩენილ,
დამსახურებულ
მოღვაწეებთან,
მათ
შორის
იუბილარებთან
შეხვედრას,
მადლობის
სიგელებისა
და
ერთჯერადი
ფულადი
ჯილდოების
გადაცემას, როგორც კულტურის
მუშაკების,
ასევე, იმ პირებისთვის,
რომლებმაც
თავიანთი
პროფესიული
საქმიანობით
მნიშვნელოვანი
წვლილი
შეიტანეს
ან
შეაქვთ
კულტურის
სხვადასხვა
სფეროს
(თეატრალური
ხელოვნება,
ფოტოხელოვნება,
მხატვრობა
და
სხვა)
პოპულარიზაციაში.
ქვეპროგრამა - ახალი
ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების
ხელშეწყობა
ქვეპროგრამის მიზანი: ხელოვნების თანამედროვე მიმართულებების განვითარების, თავისული
არტისტების
ახალი
იდეების
მხარდაჭერა;
ხელოვნებისა
და
კულტურის
სფეროში
ინოვაციური,
კრეატიული
პროექტების
განხორციელების
ხელშეწყობა;
ხელოვნებისა
და
კულტურის
პროექტების
მეშვეობით
საზოგადოებაში
სამოქალაქო
ღირებულებების
დამკვიდრება
და
კულტურის
ღონისძიებებში
საზოგადოების
ჩართულობის
ახალი
შესაძლებლობების
შექმნა;
ქვეპროგრამის
აღწერა:
- ახალი შემოქმედებითი პროექტების
მხარდაჭერა: ითვალისწინებს ხელოვნების
ახალი
მიმართულებების,
შემოქმედთა
ახალი
იდეების
მხარდაჭერას;
ხელოვნებისა
და
კულტურის
სფეროში
ინოვაციური,
კრეატიული
პროექტების
განხორციელების
ხელშეწყობას;
აქტუალური
საკითხების
კულტურისა
და
ხელოვნების
გზით
წარმოჩენას
და
საზოგადოებისთვის
გაცნობას,
ინკლუზიური
ჯგუფებისთვის
ხელოვნების
ხელმისაწვდომობის
გაზრდას.
კულტურის
თანამედროვე
მიმართულების
პოპულარიზაციისა
და
მხარდაჭერის
მიზნით
დიგიტალური
და
მედია
პროექტების
განხორციელება/განხორციელების
ხელშეწყობას. გრანტის წესით დაფინანსდება
ღია საგრანტო კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტები. საგრანტო კონკურსის
პირობები, დაფინანსების ოდენობა და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით;
- სახვითი,
გამოყენებითი და
მულტიმედიური ხელოვნების
ხელშეწყობა: ითვალისწინებს ბეჭდვითი,
აუდიოვიზუალური
მასალების
მომზადება/გამოცემას,
ასევე, სახვითი,
გამოყენებითი,
მულტიმედიური
ხელოვნების
მხარდამჭერი
სხვა
აქტივობების
განხორციელებას.