უმაღლესი განათლების ხელშეწყობა
03 თებერვალი, 2022
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება.
2014 – 2022 წლებში დაფინანდა 26 საერთაშორისო კონფერენცია
2014 – 2022 წლებში დაფინანდა 23 სეზონური სკოლა
2014 – 2022 წლებში დაფინანდა 44 კონკურსანტი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით
2014 – 2022 წლებში დაფინანდა 8 ლიტერატურის თარგმნა/გამოცემა.
2022 წელს დაფინანსდა სამი საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში IV;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია.
2022 წელს დაფინანსდა სამი სეზონური სკოლის მოწყობა:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში;
ა(ა)იპ ედკემპ ჯორჯია - EdCamp Georgia.
2022 წელს დაფინანსდა სამი უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა
სსიპ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დერეკ ბიჩი, რასმუს პედერსენი, ერლ ბაბიე, დევიდ კოლიერი, კოლინ რობსონი და სხვა ავტორთა სტატიები - კრებულის სახელწოდება - „მეთოდური ლიტერატურის ამონარიდი“;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჯენ უაითის წიგნი - „თამაში და სწავლა გარეთ. პრაქტიკული სახელმძღვანელო ადრეული ასაკის ბავშვებისათვის გარე სივრცეში საუკეთესო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად“;
სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - მარტინ სტოპფორდის წიგნი - “საზღვაო ეკონომიკა“.