აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ისტორია

07 ივნისი, 2019

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 28 ივნისის №53 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

"ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ" 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის №91 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა. ნუსხით გათვალისწინებული იყო სულ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1117,60კმ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. 

"ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ" 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 16 დეკემბრის №52 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა ახალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა. ნუსხით გათვალისწინებულია სულ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2958,79კმ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. 

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 დეკემბრის №59 დადგენილების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 28 ივნისის №53 დადგენილება და შეიქმნა ახალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი. 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 18 აპრილის #5 დადგენილების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს შეეცვალა სახელი და დაერქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები