აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირი (CPMR)

24 სექტემბერი, 2020

                                                                                                                                                                                                                                           

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) და ასევე, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც საშუალებას აძლევს რეგიონს სრულად ჩაერთოს CPMR პოლიტიკის შემუშავებასა და თანამშრომლობის პროექტებში.


პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირი წარმოადგენს საზღვაო რეგიონების ქსელს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 160 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ეროვნულ მთავრობებში კონტაქტების ფართო ქსელის მეშვეობით, დაარსების დღიდან (1973) CPMR მიზნად ისახავს მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ისე, რომ მისი წევრი რეგიონების საჭიროებები და ინტერესები გათვალისწინებულ იქნეს ორგანიზაციის პოლიტიკაში.


გაერთიანების სამოქმედო არეალი ძირითადად მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვაო პოლიტიკისა და ლურჯი ეკონონომიკის ზრდის საკითხებსა და მათზე ხელმისაწვდომობას. ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილებები, სამეზობლო პოლიტიკა და განვითარება ასევე წარმოადგენს ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს.


CPMR-ის ფარგლებში მოქმედებს ექვსი გეოგრაფიული კომისია: ატლანტიკური თაღის, ბალტიის ზღვის, ჩრდილოეთ ზღვის, ხმელთაშუაზღვის, ბალკანეთისა და შავი ზღვის, ასევე კუნძულების.


    შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიები შეიქმნა 2002 და 2003 წლებში. 2004 წელს კი, ერთობლივი პროექტების შემუშავების მიზნით, ორივე გეოგრაფიული კომისია გაერთიანდა.


კომისიის მიზანია დაეხმაროს ევროკომისიასა და რვა დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოს რეგიონული ხელისუფლების პრიორიტეტების გათვალისწინებაში ოთხი ძირითადი მიმართულებით: საზღვაო საკითხები, ტრანსპორტი, გარემო და ტურიზმი


ოფიციალური ვებ-გვერდი:  www.cpmr.org

 



კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

591 01 00 38

სოციალური ქსელები

ბმულები