აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მეოთხე დღეა ბათუმსა და ქობულეთში COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს

25 აგვისტო, 2020

21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება უტარდება. კარვების გაშლიდან დღემდე აღნიშნული მომსახურებით 214-მა მსურველმა ისარგებლა, ყველა მათგანის კვლევის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს, პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.

აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ქ. ბათუმში კარვები მოწყობილია ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევარიდან შეუძლია. ამ ეტაპისათვის ტესტირების პროცესი 17:00 -დან 22:00 საათამდე განისაზღვრება.

21 აგვისტომდე აჭარაში COVID-19-ზე კვლევა გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში, აგრეთვე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ტარდებოდა, ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა, რომელის ინფექციის წყარო არ იყო დაზუსტებული, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად ჩაითვალა დაწყებულიყო გაფართოებული ტესტირება. აღნიშნული უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებას. პირი რომელიც ჩაიტარებს კვლევას, კოვიდის დადატურების შემთხვევაში პასუხი 24 საათის განამვლობაში ეცნობება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები