აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

19 აგვისტო, 2020

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. 

საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილე. სხდომას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 23 ოჯახს გაეწევა. გამოიყოფა 369 162 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაცია.

 „შერეული სამთავრობო კომიის მორიგ სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაციას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 23-ვე ოჯახი მიიღებს“, -განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

2020 წელს, იანვრიდან დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 1388 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით ჯამში გაეწია 2 360 652 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები