აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა

09 აგვისტო, 2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების სამი თვის ვადით გამგზავრებას ითვალისწინებდა დადებითი პასუხი 101 განმცხადებელს მიეცა.

მათმა ნაწილმა საქართველო-თურქეთის საზღვარი დღეს გადაკევთა. პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კახიძე გაეცნენ.

"საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ", - განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიმღებ პირებს გამგზავრების თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინენებები განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ დაეგზავნა.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გაიარეს.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომელბმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. პროცედურა მარტივია, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ განმცხადებელი ღებულობს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც საშუალება ეძლევა ატვირთოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა. განმცხადებელს პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვაინეს შვიდ დღეში ეცნობება.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები