აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გიდების მხარდასაჭერად აჭარაში ახალი პროექტი იწყება

10 აგვისტო, 2020

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების მხარდასაჭერად  ახალი პროგრამების განხორციელებას იწყებს, რაც ტრენინგებს, ინფოტურებსა და სხვადასხვა აქტივობებში მათ ჩართულობას ითვალისწინებს. ამის შესახებ გიდებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ბათუმში გამართულ ტრენინგზე ესაუბრა.  პროექტების ნაწილს, დეპარტამენტი  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტის პირველ ეტაპზე გიდებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე ჩაუტარდათ ტრენინგი, რაც მათ უსაფრთხოდ ტურების ჩატარებაში დაეხმარება. მეორე ეტაპზე კი მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა  პროგრამა ამოქმედდება.

" ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ გიდებთან, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ პანდემიის პირობებში. ისინი საუბრობენ ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის არ ქონაზე, ასევე ფინანსურ დანაკარგსა და დროებითი დასაქმების აუცილებლობაზე. ჩვენ  ვითვალისწინებთ მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დონორ ორგანიზაციებთან, რათა შევძლოთ ჩვენი სექტორის მხარდაჭერა. ახალი პროგრამის დეტალებს გიდებს უახლოეს პერიოდში გავაცნობთ, რაც მათთვის ნამდვილად სასიხარულო ფაქტი იქნება," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები