აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ცნობილი ბლოგერებისა და ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა

06 აგვისტო, 2020

ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას მთიანაჭარაში სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით კომენტარი და მოწონება დაიმსახურა მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გამოქვეყნებულმა ულამაზესმა ფოტოებმა და სთორებმა, რომელთაც ინსტაგრამსა და ფეისბუქში მილიონამდე წვდომა აქვს. ბლოგერებმა მოგზაურობა კინტრიშის ეროვნული პარკიდან დაიწყეს და ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების მონახულება შეძლეს. მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომელთა შესახებაც მოგზაურებმა პოზიტიური შთაბეჭდილებები და რეკომენდაციები ათასობით გამომწერს გაუზიარეს.

 

გურამ შეროზია, ტიტე მიქაძე, სოსო ნებიერიძე, სალი წვერავა, ნათია ჩალაძე (ლილიუმის ბლოგი), ოთო ნიკურაძე და ზურა გელაშვილი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში მოგზაურობდნენ, რომლის მიზანიც შიდა ტურიზმის სტიმულირება და რეგიონის ნაკლებად ცნობილი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბლოგერების შემდეგ პროექტში ფოტოგრაფების, კულინარებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა.

 

მთიანიაჭარის ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები