აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება

13 ივნისი, 2020

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოებზე მუშაობას იწყებს. წიგნები, რომელიც გიდების ინიციატივითა და რეკომენდაციით იქმნება, ბათუმსა და ქობულეთში სხვადასხვა თემატურ ტურებს გააერთიანებს. სახელმძღვანელოებში თავმოყრილი იქნება ორივე ქალაქში არსებული და ახალი,  საინტერესო თემატიკის  ტურები თავისი რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით. პროექტის ფარგლებში ასევე, იგეგმება ქალაქის ტურების განიშნულიანება და ტურში შემავალ ობიექტებზე საინფორმაციო დაფების განთავსება.

 

„მნიშვნელოვანია, რომ გიდებს მათთვის საჭირო და საინტერესო პრაქტიკული ინფორმაციები ახალი სახელმძღვანელობისა თუ ტრენინგების სახით მივაწოდოთ. წიგნი, რომელზეც მუშაობას ვიწყებთ გიდების ინიციატივით მზადდება. მათი სურვილია შემუშავდეს ქალაქის სხვადასხვა თემატიკის და ხანგრძლივობის მზა ტურები. პროექტი საშუალებს მოგვცემს გავამრავალფეროვნოთ ქალაქ ბათუმის და ქობულეთის თემატური ტურების შეთავაზების პაკეტები,  ქალაქის სტანდარტულ ტურებთან ერთად შევქმნათ კულტურული, ისტორიული, ძველი ბათუმის, ბულვარის, ცნობილი ადამიანების ან მუზეუმების ტურები და  სხვადასხვა ხანგრძლივობის მარშრუტები. სახელმძღვანელოს შემუშავების მთავარი მიზანია დამუშავდეს და ერთ სივრცეში განთავსდეს გადამოწმებული, შეჯერებული და ტურისტულად მნიშვნელოვანი  ინფორმაციები ბათუმისა თუ ქობულეთის ქალაქის ტურების შესახებ.  პროქტში აქტიურად იქნებიან ჩართულები მოქმედი გიდები და თემატიკების მიხედვით დარგის პროფესიონალები, “განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.  

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  ორი პრაქტიკული სახელმძღვანელო უკვე მოამზადა. წიგნები „გიდის პროფესია“ და „ღვინის მეგზური“ დამწყებ გიდებს პროფესიის უკეთ დაუფლებაში, ახალი სტანდარტების გაცნობასა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით პრაქტიკულ-თეორიული ცოდნის შეძენაში ეხმარება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები