აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმი ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ ათეულშია

31 მაისი, 2020

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს Covid 19-თან მიმართებაში საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ 10-ში ასახელებს.

" ბათუმი საოცარი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც დასამახსოვრებელ ემოციებს დაგიტოვებთ. ბათუმში თითქმის შეუძლებელია მოიწყინო, რადგან აქ კომბინირებულია ზღვა, მთა, გართობა, დასვენება, ეკოტურიზმი, ბუნებაში ლაშქრობა, საყიდლებზე სიარული, კულტურა, გასტრონომია, ღვინო და მრავლადაა გასართობი აქტივობები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულება არა მარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაცაა. ევროპის დედაქალაქებთან შედარებით აქ კრიმინალის დონე 5 ჯერ დაბალია.

ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ბათუმი არის აჭარის მთავარი ქალაქი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან.

აჭარის რეგიონი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ზღვა და მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, ულამაზესი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ თქვენ შეიგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას, დააგემოვნებთ ღვინის განსხვავებულ გემოებს და თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სამზარეულოს, გახდებით გულღია მასპინძლების ოჯახის წევრი და ცამდე აზიდულ მთებში ჰპოვებთ ჰარმონიას ბუნებასთან. დაჩექინდით ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში - შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში" - ნათქვამია სტატიაში.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: კორფუ, ზაგრები, ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა და ა.შ.

European Best Destinations არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა- პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations. com, რომელიც ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები