აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა უმაღლეს საბჭოს 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

22 მაისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ტიტე აროშიძეს მოუსმინეს. მინისტრმა 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, ასევე, მიმდინარე წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი, 15 362 854 ლარს შეადგენდა, მინისტრის განცხადებით, 91 %-ით შესრულდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სულ 9 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა განახორციელა . ტიტე აროშიძემ ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებს, მიმდინარე პროექტების პარალელურად, პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა დეპუტატების მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55