აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის საკარანტინე სივრცეებში საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა გრძელდება

08 მაისი, 2020

აჭარის საკარანტინო სივრცეებში გრძელდება სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებზე ზრუნვა. ამ მიმართულებით აჭარის ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მართვა-ორგანიზების, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა თუ ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყება აქტიურადაა ჩართული.

ამ ეტაპზე, რეგიონში სავალდებულო კარანტინს 1340 ადამიანი გადის, რომლებიც 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. რეგიონში საკარანტინო სივრცეების მართვა-ორგანიზებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს. ჯამში,  რეგიონში  საკარანტინო სივრცეები  27 სასტუმროშია განთავსებული, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში კარანტინი საქართველოს 5018 მოქალაქემ გაიარა.

კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნაზე სამთავრობო უწყებებთან ერთად თითოეული სასტუმროს მენეჯმენტი და პერსონალი 24 საათის განმავლობაში ზრუნავს, რაც ნათლად აისახა კიდეც ინტერნეტ სივრცეში კარანტინში მყოფი ადამიანების მიერ გავრცელებულ პოზიტიურ ვიდეო-მიმართვებსა თუ ფეისბუქპოსტებში. მაშინ როცა ერთი სასტუმროს მენეჯმენტი სტუმრებისთვის დადებითი განწყობის შექმნას ეზოში მოწყობილი პატარა კონცერტით უზრუნველყოფს, მეორე სპეციალურად მათთვის მოწვეულ შეფმზარეულს რეგიონის სავიზიტო ბარათს- აჭარულ ხაჭაპურებს ამზადებინებს.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები