აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის საკარანტინე სივრცეებიდან ოჯახებს 325 ადამიანი დაუბრუნდა

14 მაისი, 2020

აჭარაში საკარანტინე სივრცეები 325-მა ადამიანმა დატოვა. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში 14-დღიან სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ. დღეს, კი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით მათ ქვეყნის მასშტაბით საკუთარ ოჯახებში დააბრუნებენ.

ამ ეტაპზე, აჭარის სასტუმროებში განთავსებულ საკარანტინე სივრცეებში 1300-მდე ადამიანი რჩება. ჯამში, კი რეგიონში სავალდებულო კარანტინი 6000-მდე ადამიანმა გაიარა. აჭარაში საკარანტინე სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მესამე თვეა უზრუნველყოფს. აჭარის მასშტაბით საკარანტინე სივრცეები 27 სასტუმროშია განთავსებული, სადაც დაცულია სტუმრებისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო პირობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები