აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

უნგრეთის ელჩის ვიქტორია ჰორვატის ვიზიტი აჭარაში

18 მაისი, 2020

აჭარაში ვიზიტით უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი იმყოფება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტაკარაძემ ელჩთან აჭარაში Covid19-ის გავრცელების შედეგად სხვადასხვა სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
არაფორმალურ გარემოში შეხვედრისას მინისტრმა დიპლომატთან ერთად ბათუმის ბულვარი დაათვალიერა.

სტუმართან საუბარი აჭარაში ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურიზმის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო. ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ უნგრეთი აჭარის ტურიზმის სექტორისთვის სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს და რეგიონი ინფექციის გავრცელების პირობებში, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ტურისტების დაინტერესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.

უნგრეთის ელჩმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს მსოფლიო პანდემიის კრიზისის დაძლევის პროცესში და ქვეყანა მზად არის, ქართულ მხარესთან ერთად, ერთობლივი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. ვიქტორია ჰორვატთან საუბარი საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენის შემდეგ, უნგრეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის პერსპექტივებს შეეხო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები