აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დისტანციური სწავლება მუნიციპალიტეტებში

16 მაისი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი მუნიციპალიტეტებში რესურსცენტრების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და ადგილზე ეცნობა დისტანციური სწავლების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია რესურსცენტრის თანამშრომლებისგან მიიღეს.

ასევე, მინისტრი გაესაუბრა საჯარო სკოლების დირექტორებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისტანციურ სწავლებას, ისაუბრეს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისა და აბიტურიენტების რეგისტრაციის შესახებ.

შეხვედრაზე მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა ზოგადი განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობისა და გაწეული შრომისათვის, ასევე, ისაუბრა დისტანციურ სწავლებაში მშობლების ჩართულობის და მათი მნიშვნელოვანი როლის შესახებ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში აქტიურად იყენებენ დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს აქვს მაქსიმალური წვდომა ტელესკოლასთან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები