აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კულტურის სფეროში საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

08 მაისი, 2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარტის თვიდან  აიკრძალა  ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულია ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმადაც შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის VI ეტაპზე.  ასევე უნდა განისაზღვროს რეკომენდაციები, რომლის დაცვაც მოუწევს საზოგადოებას შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის შემდეგ.

 აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ შექმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში რეგიონის კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და გაანალიზებას, აღნიშნული გამოწვევების დაძლევის გზების, ახალი შესაძლებლობების და სამომავლო გეგმების დასახვას. დღეს საკონსულტაციო საბჭოს პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან:
1. აკაკი ძნელაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე;
2. სოფიკო ხალვაში - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
3. თამარ გუდავა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი;
4. ნიაზ ზოსიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - "კულტურის ღონისძიებების ორგანიზება" - კოორდინატორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
5. ზაურ ახვლედიანი - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი;
6. გიორგი მიქელაძე - სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორი;
7. თეონა ზოიძე - სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე;
8. ლაშა ჩხარტიშვილი - ხელოვნებათმცოდნე;
9. ლალი ბერძენიშვილი - ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მენეჯერი, დოკუმენტური ფილმების სცენარისტი;
10. ლევან წულუკიძე - დამოუკიდებელი არტისტი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები