აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

თორნიკე რიჟვაძე: მადლობა პედაგოგებს, ისინი აგრძელებენ განათლების უწყვეტ ხელშეწყობას

27 აპრილი, 2020

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა.  "აჭარის საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დავასრულეთ. ბიუჯეტის პროექტი გადაეგზავნება უმაღლეს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად. განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილება და დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ინფექსიაცთან ბრძოლას და შესაბამისად გადანაწილდება, როგორც საკარანტინე სივრცეებზე, ასევე ჯანდაცვის მარაგების შევსებაზე"- განაცხადა მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, გაგრძელდება მოქალაქეების სურსათით უზრუნველყოფა. ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, დაახლოებით 10 000- მდე ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება პირველადი სასურსათო კალათით.

მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა, პედაგოგებს, მასწავლებლებს. ისინი აგრძელებენ განათლების უწყვეტ ხელშეწყობას და ჩვენი სტუდენტები, მოსწავლეები დისტანციურად იღებენ შესაბამის განათლებას“-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დამატებით ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმაზე მუშაობს, რომელიც მოემსახურება ამ სექტორის მდგრადობის შენარჩუნებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები