აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

რეკომენდაციები საჯარო სკოლების დირექტორებს

13 აპრილი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების საჯარო სკოლების დირექტორებს გაესაუბრა, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის N239  დადგენილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გვარა, ლეღვა,მუხაესტატე, წყავროკა) აიკრძალა მიმოსვლა. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სწავლობს 1000-მდე მოსწავლე.
სკოლის დირექტორებმა მინისტრს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არსებული მდომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში  სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს გაუწიოს შებამისი დახმარება, მოუწოდა დირექტორებს მაქსიმალურად გაითვალისწინონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა არსებული შეზღუდვები,რეკომენდაციები და ჯანმრთელობა უსურვა მათ.
#დარჩისახლში
#StopCov

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები