აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

462 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდა

31 მარტი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული პროგრამის ,,უმაღლესი განათლება" ქვეპროგრამას ,,სტუდენტთა დახმარება".

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N01-11/83 და 2020 წლის 30 მარტის N01-11/84 ბრძანებებით, სწავლა დაუფინანსდება 462 სტუდენტს, რომლებმაც დააკმაყოფილეს ქვეპროგრამის მოთხოვნები. დაფინანსებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობამ შეადგინა 488 553 ლარი.   

დაფინანსება მოიპოვეს ქვეპროგრამით დადგენილი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულმა სტუდენტებმა (რომლებმაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს 2020 წლის 3 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით), ასევე, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსება გაუგრძელდათ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დახმარება“ ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსებულ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ბარიერი, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 71% საშუალო აკადემიური მოსწრება და არ აქვთ F შეფასება.

სამინისტროში სულ დარეგისტრირდა 161 სტუდენტის განცხადება. საკონკურსო კომისიამ  გამოავლინა 58 გამარჯვებული სტუდენტი. მათ შორის, პირველი საფეხურის - 42 და მეორე საფეხურის 16 სტუდენტი. კერძოდ: 

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის - (ბაკალავრიატი): 118 სტუდენტიდან რამდენიმე მონაწილეობდა ორ და მეტ კატეგორიაში - კერძოდ:

  • ტუდენტი  მაღალმთიანი აჭარიდან  მონაწილეობდა 67 სტუდენტი. დაფინანსდა 10 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 84,9; 
  • სტუდენტი  ობოლი (დედით ან მამით, უდედმამო) 27 სტუდენტი. დაფინანსდა 10 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო  ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 82,0;
  • სტუდენტი  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი  ან მეტი შვილი) 30 სტუდენტი. დაფინანსდა  10 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 81,3;
  • სტუდენტი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული სარეიტინგო ქულა ტოლია, ან ნაკლებია 100000-ზე)  35  სტუდენტი. დაფინანსდა 11 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 79,3; 
  • სტუდენტი, რომლის მშობელს მინიჭებული აქვს  მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი 1 სტუდენტი და მისი საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 71,1;
  • რაც შეეხება კატეგორიას - სტუდენტი მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი განცხადება არ დარეგისტრირებულა. 

უმაღლესი  განათლების მეორე საფეხურის - (მაგისტრატურა): 43 სტუდენტიდან რამდენიმე მონაწილეობდა ორ და მეტ კატეგორიაში -კერძოდ:

  • სტუდენტი  მაღალმთიანი აჭარიდან მონაწილეობდა 28 სტუდენტი. დაფინანსდა 6 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 89,0; 
  • სტუდენტი  ობოლი (დედით ან მამით, უდედმამო) 7 სტუდენტი. დაფინანსდა 2 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 92,6;
  • სტუდენტი  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი  ან მეტი შვილი) 15 სტუდენტი. დაფინანსდა  3 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 90,6;
  • სტუდენტი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული სარეიტინგო ქულა ტოლია, ან ნაკლებია 100000 -ზე)  6 სტუდენტი. დაფინანსდა 5 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 73,2.
  • რაც შეეხება კეტეგორიებს სტუდენტი მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სტუდენტი, რომლის მშობელს მინიჭებული აქვს  მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი - განცხადებები არ დარეგისტრირებულა.
კონკურსის მონაწილეებს შედეგები ეცნობებათ ინდივიდუალურად, საკონკურსო განაცხადში მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, წერილობითი შეტყობინებით.

სტუდენტთა სწავლის საფასური უნივერსიტეტების საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხება ერთი თვის განმავლობაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები