აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბრიფინგი აჭარის მთავრობაში

17 მარტი, 2020

კორონა ვირუსის გავრცელების გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურად ჩაერთო აჭარაში სურსათის მარაგთან დაკავშირებით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიაძის განცხადებით, სურსათის ამოწურვის საფრთხე არ არსებობს რეგიონში. სამინისტრო ჩართულია ყოველ საათობრივ რეჟიმში და აწარმოებს მონიტორინგს.

ასევე, მინისტრის განცხადებით აჭარაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების მონიტორინგი გრძელდება. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ხორციელდება. სამინისტროს თანამშრომლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. რაც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას..

აგრეთვე სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტოს თანმშრომლებთან ერთად ახორციელებს სურსათის/საკვების უვნებლობის, ფიტოსანიტარულ კონტროლს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55