აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საზაფხულო სკოლის კონკურსი

11 მარტი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსს. საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზებას.


საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
ა) საქართველოში რეგისტრირებულ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20000 ლარს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:
  • საზაფხულო სკოლის ორგანიზატორთა მომხსენებელთა ჰონორარი (რაც შეიძლება შეადგენდეს სამინისტროდან მოთხოვნილი თანხის არაუმეტეს 20%-ს); ტრანსპორტირების ხარჯი; სასტუმროს ხარჯი; კვების ხარჯი
  • საზაფხულო სკოლის მონაწილეთა: სასტუმროს ხარჯი; ტრანსპორტირების ხარჯი; კვების ხარჯი;
  • საზაფხულო  სკოლის მოსაწყობად საჭირო დარბაზისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;
  • სხვა საქონელი და მომსახურება.

საკონკურსო განაცხადის ფორმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • საპროექტო წინადადება საგრანტო განაცხადის ფორმის მიხედვით;
  • პროექტის ბიუჯეტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწიებული გადასახადების ჩათვლით);
  • პროექტის განხორციელების კალენდარი;
  • საზაფხულო სკოლაში მოწვეულ მომხსენებელი პირ(ებ)ის CV;
  • საკუთარი, ან დონორის/სპონსორის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შემთხვევაში    პირადი ანგარიშის ამონაწერი, ან ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანადამფინანსებლის მიერ;
  • ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დებულება

სააპლიკაციო ფორმა


სამინისტროში საბუთების მიღება  იწარმოებს 2020 წლის 11 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართიბათუმიგუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 48 08 47 მაია დოლიძე

ელ-ფოსტა: maia_dolidze@yahoo.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები