აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

06 მარტი, 2020

2020 წლის 5 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF Georgia) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა .

მემორანდუმს ხელი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილიმ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ:
თანამშრომლონ ბავშვთა უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თემის, აკადემიური წრეებისა და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დონეზე.
ითანამშრომლონ ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მიმართულებით, დანერგონ ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ბავშვების განათლების ხელშეწყობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
შეიმუშაონ ერთობლივი პროექტები და წლიური სამუშაო გეგმები ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ.
სამომავლოდ ერთობლივად განახორციელონ პროექტები ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა სფეროში.

მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობის საკითხი და აღნიშნა:
,, დღეს ხელი მოეწერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში მხარს დაუჭერს სამინისტროს სხვადასხვა პროექტის შემუშავებაში. სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით პროგრამების შერჩევა და პილოტირება განხორციელდება ბათუმისა და ხულოს საბავშვო ბაღებში. იქნება, როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერა. შეიქმნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რითიც სამინისტრო მეთოდოლოგიურ დახმარებას გაუწევს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.’’

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები