აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

პოლონეთის ლუბუშის სავოევოდოს სეიმიკის დელეგაცია

05 მარტი, 2020

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ პოლონეთის ლუბუშის სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარეს - ვიოლეტა ჰარეზლაკს, სავოევოდოს ვიცე-მარშალს - ლუკაშ პორიკსა და ამავე სავოევოდოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა, პოლონეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სიტემა განიხილეს და სამომავლო თანამშრომლების საკითხებზე ისაუბრეს.

სავოევოდოს ხელმძღვანელები აჭარაში პირველად იმყოფებიან და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში აჭარის საინვესტიციო, ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნობიან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები