აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირება

03 მარტი, 2020

დღეს, ბათუმისა და ქობულეთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. გამართულ შეხვედრაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის პროცესში თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევებზე კონტროლის განხორციელების საკითხი და ადგილობრივი თვითმართველობების ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება რეგლამენტის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რაც გულისხმობს ტექნიკური რეგლამენტის დეტალების გაცნობას, მონიტორინგის სისტემებს აღსრულების გზებს და სხვა.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე, სოფლის მეურნების მინისტრი ტიტე აროშიძე, ბათუმისა და ქობულეთის მერიის ხელმძღვანელები, აჭარის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსები და სხვა ოფიციალური პირები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55