აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სერთიფიკატები მსხვილფეხა შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დიაგნოსტირებისათის

26 თებერვალი, 2020

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში სსიპ კოლეჯი ,,ახალ ტალღამ ’’ხულოს ფილიალში ,,მსხვილფეხა შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დიაგნოსტირების“ მოკლევადიანი ტრენინგ-კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და ტრენინგ-კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა. რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე დაესწრო.

„პროფესიული განათლების და გადამზადების ახალი მოდელის მიზანია სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის გაზრდა, რასაც პირდაპირი ზემოქმედება ექნება სოფლად მცხოვრებ ფერმერებისთვის“ - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

ტრენინგის ფარგლებში მომზადდა ათი უმცროსი ვეტერინარი, რომლებიც შეძლებენ ცხოველთა ჯანმრთელობის დიაგნოსტირებას. პროფესიული განათლებისა და გადამზადების საპილოტე პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და სოფლად მოღვაწე კერძო ბიზნესის პოტენციალის გაზრდა.

საპილოტე პროექტი კოლეჯებთან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივ, დიდმასშტაბიან VET პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ფერმერებთან, პროფესიულ კოლეჯებთან, სოფლის თემებთან და კერძო საკონსულტაციოა ცენტრებთან თანამშრომლობენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორი, განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) ბექა თაგაური, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55